ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მასპინძლების კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მერსისაიდელთა შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში 15 მაისის შემდეგ პირველად გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ ქართველი გოლკიპერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გამოსარჩევია „წითლების“ მეკარის წარმოუდგენელი სეივი, როდესაც მასპინძლებს გოლით ომარ მარმუში ემუქრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, 25 წლის გოლკიპერს შეფასების სახით დაუწერეს 7.5...უფრო მაღალი ქულა მიიღეს მხოლოდ გოლის ავტორებმა: ალექსის მაკ ალისტერმა და კოდი გაკპომ.
What a save from Mamardashvili 🤯 https://t.co/gui92BFZZT
— Anfield Pages (@AnfieldPages) September 15, 2026
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლოა, უფრო თვალსაჩინო გახდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები...“ - „ლილიტი“ თხის რქაში