Digest Logo

გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა

18 მაისი 19:54
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა. 72-ე წუთზე „ბილბაოს“ შეტევა ალექს ბერენჟემ დააგვირგვინა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

83-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივი შეასრულა და მასპინძლები მეორე გოლს გადაარჩინა.

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ ქომაგებს დაემშვიდობა. „ღამურები“ ლა ლიგაში დასკვნითი ტურის შეხვედრას 25 მაისს სტუმრად „ბეტისთან“ გამართავენ.

ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

„ვალენსია“ 45 ქულით მე-12 ადგილზეა – „ღამურებმა“ ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა შეასრულეს და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცხოვრება გაბრუნებს იმავე გაკვეთილთან — იქამდე, სანამ არ გააცნობიერებ მას, ის არ იწყება გარედან, იწყება შიგნით, იმ ერთი შეხედულების შეცვლითაც კი, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდი“ - ასტროლოგი უჩა სიხარულიძე

⭕სალომე ღვინიაშვილი იუბილარია - კადრები მოდელის გრანდიოზული წვეულებიდან

⭕„საქართველოს ჩემთვის საოცარი ბედნიერების და სილაღის სურნელი აქვს, ჩემთვის ის როგორც თილისმა ისეა, სადაც არ უნდა ვიყო სულ თან მახლავს“- რას ჰყვება მომღერალი?