გიორგი მიქაუტაძემ „ლა ლიგაში“ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ვილიარეალს“ „რეალ სოსიედადის“ დამარცხებაში დაეხმარა - 3:1. ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ქართველმა ფორვარდმა გატანილი გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნა მიუძღვნა და შესაბამისი ჟესტით პატივისცემა გამოხატა.
„ვილიარეალმა“ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში სამ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა: მე-7 წუთზე ანგარიში მორენომ გახსნა, მე-15 წუთზე მიქაუტაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, რვა წუთში კი მისი გადაცემით პეპემ მესამე ბურთი გაიტანა.
„რეალ სოსიედადმა“ მეორე ტაიმში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა. გიორგი მიქაუტაძეს კი რამდენიმე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა და კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელი უზუსტობა გამოავლინა და შანსებით ვერ ისარგებლა.
„ლა ლიგაში“ ჩატარებული 29 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 59 ქულა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში სადებიუტო სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: newshub.ge