Digest Logo

გიორგი ქოჩორაშვილი - „ჩეხეთთან მატჩი ნამდვილი ფინალი იქნება“

1731873431
გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა შეაფასა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.

„რთული თამაში იყო. გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, მეორე ტაიმიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტს ველოდებით. ვცდილობთ, გამოვასწოროთ შეცდომები და შემდეგი მატჩისთვის ჩვენთვის დამახასიათებელი განწყობა დავიბრუნოთ. რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, გვჯერა, რომ ავდგებით და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

შემდეგი მატჩი ჩეხეთთან ნამდვილი ფინალი იქნება. ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალის ტოლფასს შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ოლომპოუცში 19 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოულოდნელობებით არის ცხოვრება სავსე...ჩუმად სარკეში დავათვალიერე ჩემი კბილები...“- რა ვიდეოს ავრცელებს გია ჯაჯანიძე?

„შენ ისევ დააბრუნე საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე, როგორც რეკორდსმენი ქვეყანა“ - გიგა კუხიანიძის ემოციური მილოცვა ანდრია ფუტკარაძეს

„ერთდროულად არის ფეხბურთის მოცეკვავეც, მხატვარიც, კომპოზიტორიც...“ - გოგა ჩანადირი ხვიჩა კვარაცხელიაზე