გასულ წელს ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოჯახი შექმნა. მისი რჩეული მომღერალი ანანო სამხარაძეა. წყვილმა 2025 წლის 8 ნოემბერს ქორწილიც გადაიხადა.
წყვილი პირველ შვილს ელოდება, მათ სქესის გაგების ცერემონიაც მოაწყვეს. ანანო და გიორგი გოგოს მშობლები გახდებიან. ანანო სამხარაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ემოციებზე და განცდებზე ისაუბრა:
„სრულიად სასიხარულო ამბავია და ქაოსი გვაქვს ოჯახში. პატარა მალე დაიბადება. ჯერ სახელზე არ ვართ ჩამოყალიბებულები. დაგეგმვა სქესის გაგების ცერემონიის ჩემი იდეა იყო. ზოგადად, გიორგის ასეთი ამბები ნაკლებად იზიდავს. დავიჭირე ჩემი მეუღლე, მაინც პირველი სიხარული და ბავშვია, ამიტომ მინდოდა განსაკუთრებულად აღგვენიშნა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატარა გოგონას ველოდებით.
სანამ ორსულად ვიქნებოდი, მთელი ჩემი განვლილი წლები ბიჭი მინდოდა პირველი. ეს 20 წელი სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა. შესაბამისად პირველი ბიჭი მინდოდა. გულში რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ გოგო იქნებოდა. დედის ინსტინქტი სხვა არის. გიოს გოგო უნდოდა.
ძალიან თინეიჯერი დედა და დედამთილი მყავს. ორივეს გოგო უნდოდა და დარწმუნებულები იყვნენ ამაში. ზოგადად გიორგის მხარეში გოგოები ნაკლებად არიან. გიორგიმ დაარღვია ეს ტრადიცია. რომ გაიგო გოგო იქნებოდა, ჩემმა დედამთილმა, სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა“, - ამბობს ანანო სამხარაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე
🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები