Digest Logo

🎥 „სახლს, ოჯახს და ცხოვრების აზრს ვკარგავდი და ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება და შვილები გადაარჩინა“- სალომე გოგიაშვილი მძიმე პერიოდზე

1773133328
სალომე გოგიაშვილი

ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სტუმრად ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც ფილანტროპსა და ბიზნესმენზე ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

გოგიაშვილმა გაიხსენა ისტორია, როგორ დაეხმარა ივანიშვილი მას, მაშინ, როდესაც სახლს კარგავდა. მისი თმით, ის ადამიანს სიკეთეს არასდროს დაუკარგავს და ყოველთვის მისი მხარდამჭერი იქნება:

- მმართველი პარტიის მხარდამჭერი რომ არ იყო ბულინგის რაოდენობა ნაკლები იქნებოდა?

სალომე გოგიაშვილი: კი ნაკლები იქნებოდა ბულინგი. მაგრამ აქაც ვეჯახებით ერთგულებას. ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ერთგულება. სულ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძირითადად ან ჩაქუჩზე ვლაპარაკობ ან დაშორებაზე. დავიღალე უკვე.

ბატონ ბიძინასთან ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ჯერ არავინ იცნობდა ბატონ ბიძინას, როდესაც ჩემი ოჯახი მის ოჯახთან მეგობრობდა. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, რომ მისი დახმარება დამჭირდა. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, იმ ადამიანის მადლიერი უნდა იყო. მე ამ კაცის გულშემატკივარი ვარ - კაცის, რომელმაც ფაქტობრივად ცხოვრება გადამირჩინა; კაცის, რომელმაც ჩემი შვილები გადაარჩინა.

ძალიან ბევრს ჰქონდა ამის საშუალება. ბანკში, სადაც ჩემი სესხი იყო და რომელიც მაკარგვინებდა სახლს, ოჯახს, ცხოვრების აზრს, იმ ბანკის უფროსი მამაჩემის ძმაკაცი იყო. მასაც ვკითხე და ვთხოვე, უბრალოდ ოც წელზე გადაენაწილებინა სესხი, რაც ძალიან მარტივია, რომ გადამხდელუნარიანი ვყოფილიყავი. მან ვითომ ვერ გაიგო. კაცი, რომელიც თავს დებდა, რომ ძალიან ახლო მეგობარია და მამაჩემის ძმაკაცი.

მე მომერიდა, ამიტომ მამაჩემის მეორე ძმაკაცი მივიდა და უთხრა: „ძალიან ცუდ დღეში არიან, სახლს კარგავენ და იქნებ ოც წელზე გადავანაწილოთ სესხი“. პასუხი იყო: „ახლა ვერ ვიზამ“.

მერე მამაჩემის სხვა მეგობრებთანაც მივედი. მარტო ვიყავი პატარა გოგო, გვერდით კაცი არ მყავდა. ძალიან ბევრ ადამიანს ვთხოვე დახმარება, მაგრამ ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ფული არავისთვის მითხოვია, უბრალოდ მინდოდა ისე გადათამაშებულიყო სესხი, რომ გადახდა შემძლებოდა. საერთოდ არავინ გამოჩნდა.

ერთადერთი აღმოჩნდა ბატონი ბიძინა, რომელთანაც მივედი იგივე პრინციპით - არა იმით, რომ ვალი მომიხსენით-მეთქი. ვთხოვე, იქნებ როგორმე შევძლოთ ერთი ბანკიდან მეორეში გადატანა და გრძელვადიანი სესხის გაკეთება, რომ გადავიხადო-მეთქი. მაშინ ალბათ 50 სამსახურში ვმუშაობდი, თითქმის არ მეძინა, მაგრამ გადახდას შევძლებდი. ამ სიტუაციაში ადამიანი ვალდებული არ იყო ჩემთვის რამე გაეკეთებინა, მაგრამ დამეხმარა, ულაპარაკოდ.

დამირეკა და მითხრა, არასდროს დამავიწყდება: „ბავშვობაში კოშმარი გესიზმრებოდაო?“

ვუთხარი: „კი“.

„ვინ გესიზმრებოდაო?“

„ვიღაც ქალი-მეთქი“. მართლაც ასე იყო, მესიზმრებოდა ვიღაც ქალი, მოდიოდა და მაშინებდა.

მითხრა: „ჰოდა ჩათვალე, შენი კოშმარი ამიერიდან დასრულდა“.

ახლა ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვიდგე რუსთაველზე პლაკატით - „მიშას გაუმარჯოს?“ - გეკითხებით.

მიშა კი არა, სულ რომ გაგიჟდეს და გადაირიოს, მაინც მის გვერდით ვიქნები.

ადამიანები ვერ იგებს ამ ყველაფერს. პოლიტიკა სულ ფეხზე მკიდია, არ ვერევი. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება, იქ ვიდგები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე

🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები

⭕„გაზაფხული სამეგრელოში...“ - ნოქალაქევი გიორგი ნიკოლავას ობიექტივში