
რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ჩინეთში, გოჩა შექსპირის „ჰამლეტი“ დადგა სადაც ადრე თავად ასრულებდა მთავარ როლს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რეჟისორმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სპექტაკლმა უკვე დიდი აღიარება მოიპოვა მსოფლიო ბაზარზე და მაღალი კლასი აჩვენა. რეჟისორის თქმით ეს არის უდიდესი წარმატება ქვეყნისთვის. გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ სთხოვეს ვეფხისტყაოსნის ჩინურ ენაზე გახმოვანებაც.
„მაყურებელი რომლებიც სპექტაკლს ესწრებოდნენ ძირითადად უცხოელები იყვნენ. ასევე იმყოფებოდნენ შექსპიროლოგებიც, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სპექტაკლი. არის მოლაპარაკება ფესტივალებთან დაკავშირებით. პროდიუსერებმა ორ დიდ ჩინეთის საერთაშორისო ფესტივალში უკვე ჩასვეს სპექტაკლი. შესაძლოა მონაწილეობა მივიღოთ შექსპირის ფესტივალშიც“, - ამბობს გოჩა კაპანაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: