სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მის შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრები წერენ:
„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო - ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის - გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, - წერს მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებული ბაჩო ლასარეიშვილი - ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ემოციურად დატვირთული დღეები იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისაგან