Digest Logo

„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ“ - რას ჰყვება ოთარ კიტეიშვილი

1717516561
ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ შეკრებასა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი უფრო მოტივირებული და მონდომებულია.

„შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.

თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება, ხოლო სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შეიკრიბება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემს ირგვლივ ყველაფერი იყო შავი... დედაჩემს თეთრი ფრთები ჰქონდა, რომელიც გადამაფარა და ყველაფერი გათეთრდა, ამ დროს მოვყევი ავარიაში“ - კლინიკური სიკვდილი და მემკვიდრეობითი ნიჭი ეზოტერიკაში, ექსკლუზიური ინტერვიუ ნინა სუსლოვასთან

⭕„რა რძალი აარჩია ჩვენმა ბიჭმა“ - ილია თოფურიას მეუღლე, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ანჯელინა ჯოლი იუბილარია - ამერიკელი კინო ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერა