Digest Logo

„გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა…“ - ისანში 44 წლის მიშიკო მაზღარაშვილი მეზობელმა მოკლა, მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

1751525531
მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვი­ლი

თბილისში, ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო დაიწყო, რაც სამწუხაროდ, მეზობლებს შორის ფატალურად დასრულდა.

მძიმე დაპირისპირებისას 44 წლის მიშიკო მაზღარაშვილი საკუთარ მეზობელს ემსხვერპლა.

ცნობილია, რომ კაცს გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანებები მიიღო სავარაუდო დამნაშავემაც. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.

„დიდი ტრაგედია მოხდა… ძალიან კარგი ადამიანი გაიმეტა იმ უნა­მუ­სომ. მანქანის გაჩერების გამო მოკლა ადამიანი. თან როგორი ადამიანი… საუბარიც მიჭირს. მეუღლე და შვილები დარჩა. მიშიკოს გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა, 44 წლის გახდა“, - ამბობენ „ამბები.ჯი“ -სთან მოკლულის ახლობლები

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ...“ - 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ წვიმა და დაბალი ტემპერატურა - ამინდი უარესდება

⭕ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო