Digest Logo

GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

1779308461
წყალი შეწყდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

მთაწმინდის რაიონში, კოჯრის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 5/20/2026 10:00 საათიდან 5/21/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კოჯორს, სოფ.ბეთანიას, სოფ. კვესეთს, დაბა კიკეთს და სამადლოს.

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქ. N93-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 5/20/2026 22:00 საათიდან 5/21/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გორგასლის N 30-48 (ლუწებს), N 81-115 (კენტებს), გორგასლის მე-3 ჩიხს; გიორგი გურამიშვილის N 8-12 და შალვა დავითაშვილის ქუჩებს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხანდახან ჩემ თავს ვადანაშაულებ“ - რას ჰყვება თაკო მთიულიშვილი, რომელმაც ცხოვრების სიყვარული დაკარგა

🎥 „დედას ძალიან ეხმარება მისი რწმენა, რომელიც აქვს ღვთის მიმართ...“ - მარიამ მდივანი ოჯახის ტრაგედიაზე

🎥 „ვნანობ რომ ყოველ დღე არ ვაკეთებდი ამას...“ - ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს