Digest Logo

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა

1750248970
ილია სულამანიძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთის სახელით გამომსვლელ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ (90 კგ-ში) ქართველთან, ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დათმო.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცეჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ვინმე იცნობთ, გამაცანით - მინდა წავიყვანო სადმე საჩუქრად და ვაჩვენო, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და ცივილიზებული ხალხი ვართ“ - გურამ შეროზია სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე!

⭕🎥 „მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდეთ, სპორტით სერიოზულად 13 წლის ასაკში დავკავდი...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი

⭕„სასწაულად გიხდება ყველაფერი“ - ქეთევან ხატიაშვილმა, რომელიც მესამე შვილის მოლოდინშია anouki-ს კაბა მოირგო