Digest Logo

ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის - „გაგთიშავ და შემდეგ, ჩემს ხალხთან ერთად ვიზეიმებ“

1728557110
ილია თოფურია მაქს ჰოლოუეი

26 ოქტომბერს ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეს წინააღმდეგ დაიცავს. მებრძოლები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრილან პირისპირ, თუმცა ESPN-დან საერთო ინტერვიუს ჩაწერა უკვე მოასწრეს. „დაიჯესტი“  Lagazzeta sport georgia-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ დიალოგს, რომელიც ორ უძლიერეს მებრძოლს შორის შედგა.

ჰოლოუეი: თოფურიამ ეს ყველაფერი დაიმსახურა. მან დაამარცხა მებრძოლები, რომლებიც უნდა დაემარცხებინა და გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. ახლა აქ ვართ და ვნახოთ, 26 ოქტომბერს რა მოხდება.

ილიას თავდაჯერება? იყოს როგორც არის. მოტივაციისთვის ყველა ადამიანს განსხვავებული გზა სჭირდება. მისი მოტივაცია კი ასეთია. 26 ოქტომბერს ყველა ეს საუბარი დასრულდება. როდესაც გალიის კარები დაიკეტება, ვეღარავინ გადაგარჩენს.

თოფურია: ერთადერთი რასაც 26 ოქტომბერს ვაპირებ შენი გათიშვა არის. ამის შემდეგ, ჩემს გუნდთან და ჩემს ხალხთან ერთად ბევრს ვიზეიმებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ პირველი ვიქნები ვინც გაგთიშავს. ჰოლოუეის და გეიჯის ბრძოლა? სიმართლე გითხრათ, ერთადერთი რაც ამ ბრძოლაში მომეწონა ბოლო 10 წამია.

მთელი ჩხუბის განმავლობაში არანაირი სტრატეგია ან ტექნიკა არ მინახავს. გულშემატკივრებისთვის იყო შესანიშნავი სანახაობა თუმცა, ჩემთვის როგორც პროფესიონალისთვის ეს ბრძოლა არაფერს წარმოადგენდა.

ეს ნოკაუტი მოვიდა დარტყმების უბრალო გაცვლებიდან, რომლის უკან 0 ტექნიკაა. ამ გაცვლებში გიწვევ, ოღონდ ბრძოლის საწყის 10 წამში. როცა ისეთი მებრძოლის წინაშე წარდგები როგორიც მე ვარ, ამას ვეღარ გაიმეორებ, თავს წაგაცლი. მე ხალხის დანოკაუტებით ვიღლი თავს.

ჰოლოუეი: თოფურიამ BMF ქამარი იყიდა. ის წლებია ჩემი დიდი გულშემატკივარია და მან ეს იცის. ამიტომაც ათვალიერებს ჩემს ინსტაგრამსა და ტვიტერს.

თოფურია: 26 ოქტომბერს შენ გახდები ჩემი ქომაგი. შესაძლოა, ჩემგან დაიწყო რაღაცების სწავლა. შენ იძულებული გახდი ჩემთან გეჩხუბა. ბრძოლა ჩენდლერთან, მაკგრეგორთან და სხვა სპორტსმენებთან გსურდა. სხვებს ეუბნებოდი, რომ შენთან ეჩხუბათ, რათა ჩემთან ჩხუბი აგერიდებინა.

ჰოლოუეი: ვინ გითხრა ეს? მოკეტე, იტყუები. ეს ბიჭი ნამდვილი მატყუარაა. მე შენ გთხოვე ჩხუბი, ჩენდლერთან ჩხუბი რატომ უნდა მომეთხოვა? მარტივი ბრძოლა მინდა. მე მინდა თოფურია. აი, სწორედ ეს ვთქვი.

თოფურია: მოხუცი ხალხისთვის თავშესაფარი უკვე გავხსენი. ვოლკანოვსკის უკვე აქვს ოთახი, კიდევ ერთი ოთახი იქ შენთვისაა. 26 ოქტომბრის შემდეგ, იქ გაგიშვებ. ყველაფერი უფასოდ იქნება, არ ინერვიულო, ხარჯი არ გექნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამარჯობა, მე ილია მქვია“ - ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებული შვილის კადრებს პირველად აქვეყნებს

🎥 „კიდევ ერთი ოცნება აუსრულდა დათის… “ – რა საჩუქარი მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა დათი ქოქრაშვილმა

🎥 „ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლებიან და ერთი მეორეს ჩაანაცვლებს“ - 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

წყარო: lagazzetta.ge