ჯასტინ გეიჯის ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის რემატჩის გამართვას მაქს ჰოლოუეისთან, ვისთანაც ის 2024 წელს BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა. ამერიკელმა მსუბუქწონოსანმა განმარტა, რომ „კურთხეულთან“ მეორედ ჩხუბი მის გეგმებში არაა და ამას თავისი, საინტერესო მიზეზი აქვს.
„ჰოლოუეიმ დამამარცხა ნოკაუტით, თუმცა ვფიქრობ, მას ეს ვალი თოფურიასთან მოგებით დავუბრუნე“, - განაცხადა „ჰაილაითმა“.
მის სიტყვებს გამოეხმაურა თავად ჰავაელი ექსჩემპიონი, რომელმაც პარალელი კონორ მაკგრეგორთან ჩხუბზე გაავლო.
„მოვუსმინე გეიჯის სიტყვებს. არ ვიცოდი, თუ მეტოქის დამარცხებით ავტომატურად უგებ იმათაც, ვისთანაც მან იმარჯვა. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ მაკგრეგორს უკვე მოვუგე, რადგან პორიეც დავამარცხე“, - განაცხადა მაქს ჰოლუვეიმ.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო...“ - გიორგი ნიკოლავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
🎥 „მე ყველაფერი გავეცი რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
წყარო: lagazzetta.ge