მარტვილში, სოფელ ხუნწში არსებულ ცხენისწყალში, 6 წლის ბავშვის ცხედარი დღეს დილით, გამთენიისას იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო, საიდანაც დაიკარგა.
6 წლის ბიჭი, რომელიც ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა, მდინარე ცხენისწყლის ტერიტორიიდან გუშინ დღის საათებში გაუჩინარდა. მაშველები და ადგილობრივები ბავშვს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარებული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
წყარო: rustavi2.ge