სამეგრელოში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.
დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე ხდება, სადაც მდინარე ცხენისწყალი მოედინება.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკარგული ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.
„გთხოვთ, დამეხმარეთ... დავკარგე შვილი, მდინარე ცხენის წყალზე ბაბუას ჰყავდა თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი გაქრა.
იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ, გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ იქნება ვინმემ სადმე ნახეთ“, - წერს დაკარგული ბავშვის დედა.
ასევე დაგაინტერესებთ: