Digest Logo

🎥 „იმდენ დროს უთმობთ ოჯახზე, სამსახურზე, შვილებზე ზრუნვას, რომ...“ - ვის მიმართა სალომე ბაკურაძემ პირდაპირ ეთერში

1791294990
სალომე ბაკურაძე

ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, ეს კამპანია მიმართულია საზოგადოების ინფორმირებისა და ქალების მხარდაჭერისკენ, რადგან ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში.

ვარდისფერი ოქტომბერი აერთიანებს ქალებს მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ის არა მხოლოდ ინფორმირების თვეა, არამედ სოლიდარობის, მხარდაჭერისა და იმედის სიმბოლო.

აღნიშნულ თემაზე საუბრის დროს, გადაცემის „შუადღე“ წამყვანმა, მომღერალმა სალომე ბაკურაძემ ქალებს პირდაპირ ეთერში მიმართა და დროული სკრინინგისკენ მოუწოდა: 

„მიმართვა მინდა გავაკეთო: 

ძვირფასო ქალებო, დედებო, დებო, შვილებო, თქვენ იმდენ დროს უთმობთ ოჯახზე, სამსახურზე, შვილებზე, ყველაფერზე ზრუნვას, რომ საკუთარი თავი ხშირად გრჩებათ ბოლო ადგილზე.

გახსოვდეთ, თქვენ ოჯახისთვის ჯანმრთელი ხართ საჭირო აუცილებლად, ამიტომ წადით სკრინინგზე, დროულად აღმოაჩინეთ პრობლემა თუკი გაქვთ“, - ამბობს სალომე ბაკურაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოძრაობის და ტონუსის ცვლილება, ზედმეტად დაჭიმული ან მოდუნებული კიდური - რა სიმპტომებით ვლინდება ცერებრალური დამბლა?

⭕„თანმიმდევრული რეჟიმის დაცვა შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ჯანსაღი მეტაბოლური რიტმის შენარჩუნებაში“ - არუნ ხათრი

⭕„პირველი მედალი როგორც მამა“ - გიორგი სარდალაშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

✕