ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კვების მარტივ წესზე საუბრობს:
„სცადეთ პირველი კვება შუადღისას მიიღოთ!
თუ დღეში ორჯერ იკვებებით, ეცადეთ პირველი კვება დაახლოებით 12–1 საათზე მიიღოთ, როცა მზე ყველაზე მაღლაა და თუ შესაძლებელია, ჭამის დროს ან ჭამამდე ცოტა ხნით ადრე ბუნებრივ დღის სინათლეზე იყავით.
თქვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმი და საჭმლის მონელება დაკავშირებულია ცირკადულ რიტმთან — სხეულის შიდა ბიოლოგიურ საათთან.
დღის განმავლობაში საკმარისი დღის სინათლე და კვების დღის საათებში, თანმიმდევრული რეჟიმის დაცვა შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ჯანსაღი მეტაბოლური რიტმის შენარჩუნებაში.
ჩემი მარტივი წესია:
დღის სინათლე → მოძრაობა → ჯანსაღი საკვები → კარგი მონელება.
ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, რას ჭამთ.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როდის ჭამთ და როგორ ეხმარება თქვენი ყოველდღიური რეჟიმი ორგანიზმს“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი მედალი როგორც მამა“ - გიორგი სარდალაშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „ვთხოვოთ, გვაჩვენოს კბილები“: როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები? - თამარ დაუსის განმარტება