მომღერალმა სოფო ბედიამ გადაცემაში „ამბავი“ თავისი ძმის, ასევე მომღერალ ბორის ბედიას პირადი ცხოვრების შესახებ გულახდილად ისაუბრა. სოფომ აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული წნეხის გამო „როდის მოგყავს ცოლი?!“, მის ძმას დაოჯახება უკვე სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი და გაამხილა, თუ როგორი ქალი უნდა ბორისის გვერდით.
მომღერლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის ძმას წარსულში ბევრი პარტნიორი ჰყავდა, ის კვლავ იმ ერთადერთის ძიებაშია, ვინც მის ცხოვრებას შეცვლის.
„მინდა ისეთი ქალი შემხვდეს ცხოვრებაში, რომელსაც არ ვუღალატებო, [ამბობს ბორია]. იმდენი აბულინგეს ამ თემაზე ცა და დედამიწამ, რომ უკვე უნდა ცოლის მოყვანა. ეტყობა, ჯერ არ უპოვია ასეთი ადამიანი. ჩვენც ძალიან გვინდა, რომ დადგეს ეს დღე. ძალიან ბევრი გოგო ჰყავდა და დღემდე მაქვს ზოგთან ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ კარგი მული ვიქნები.
მას აქვს ნათქვამი, მისი ცოლისთვის [ქმარი] პირველი უნდა იყოს, მაგრამ მეც გავთხოვდი მეორედ, მაგრამ არა ვარ ცუდი გოგო ჩემო ძმაო. ხომ იცი ამაზე რა მიპასუხა: „სადღა არიან შენნაირი გოგოებიო“. მისთვის გარეგნობაზე მეტად მნიშვნელოვანია, უყვარდეს ბორიას საქმე და უგებდეს მას, ამაყობდეს რომ დიდი მომღერლის მეუღლეა“, - ჰყვება სოფო ბედია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ბავშვობის სიყვარული, რომელიც დიდებაზე ძლიერი აღმოჩნდა: ლეო მესისა და ანტონელას სამაგალითო ისტორია