Digest Logo

„იმედია, თამაში იქნება მხიარული, მეგობრული და ჩვენი სტუმრები დღეს და ხვალ ბათუმში ძალიან კარგ საღამოს გაატარებენ“ - არჩილ არველაძე „ლეგენდების მატჩზე“

1709748485
 აჩი არველაძე

არჩილ არველაძემ „ლეგენდების მატჩის“ შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მოხარულია თამაშის მასპინძლობით.

„იმედია, ეს თამაში იქნება მხიარული, მეგობრული და ჩვენი სტუმრები ძალიან კარგ საღამოს გაატარებენ დღეს და ხვალ ბათუმში. დიდად მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი ქალაქი გვხვდება და მასპინძლობს ამ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტუმრებსაც მოეწონებათ ბათუმის სტადიონი და ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა მატჩის მონაწილე არჩილ არველაძემ.

7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 10 მარტის ახალი მთვარე ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს მოუტანს

„მეგობრის „ექაუნთში“ უპაროლოდ, დაბრკოლების გარეშე შევედი... სერიოზული ხარვეზი გაიპარა, რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით“ - რას წერს მინდია გაბაძე