„ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.
თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აიღეთ ნებისმიერი ქვის სამკაული, დაიჭირეთ ხელში და წარმოიდგინეთ...“ - სატურნის რიტუალი
⭕„ნახა, უპასუხა, ინანა...“ - როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები