
აქვს თუ არა სიტყვას ძალა, რა იყო პირველად სიტყვა თუ გონი და რატომ არის დუმილი ყველაზე მნიშვნელოვანი - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმმა, პათოლოგანატომმა დეა ყოლბაიამ ისაუბრა:
„როცა აღნიშნულ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა წავიდეთ წარსულში და ფიქრი დავიწყოთ იქიდან, როცა არსებებმა ფეხი გადმოდგეს ხმელეთზე. მათ დაიწყეს ჰაერთან შეგუება და ადაპტირება. მთავარი ის კი არ არის, როგორ წარმოსთქვამ სიტყვას, არამედ როგორ გესმის. შენ ისიც კი შეგიძლია დააფიქსირო, რომ გიპასუხებ ტელეფონში, მე მეღიმება თუ არა. ეს ყველაფერი არის სასმენი აპარატი, სმენის აპარატი.
ადამიანები სიტყვებს ანიჭებენ მნიშვნელობას და ყველაფერი რაც გვესმის, ჩვენი შინაგანი ამოძახილია. რომ ვამბობთ მიჯაჭვულები ვართ ტელეფონებზეო, ტელეფონებზე კი არა, იმ პროგრამებზე ვართ მიჯაჭვულები, რაც მასშია ჩატვირთული. სიტყვები მხოლოდ კომუნიკაციისთვის არ გვჭირდება, არამედ აზროვნებისთვის“, - ამბობს დეა ყოლბაია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთადერთი, ვინც „ბოლომდე“ გამოგვყვება, სიკვდილია...“ - რას წერს გია მურღულია