Digest Logo

„ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ, „ღორის გრიპი“ აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა...“ - რას ჰყვება ჯუგაანის სკოლის დირექტორი

1742231344
ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი

ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით სიღ­ნაღ­ში 13 წლის გო­გო­ნა, ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სკო­ლის, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­ზარ­დი დე­დამ იმ დღეს ოჯა­ხის ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნა, ექიმ­მა ურ­ჩია ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ მალე ისე დამ­ძიმ­და ანას მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე Ambebi.ge-ს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

„ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უნაკ­ლო ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და და გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. ანა დე­დი­სერ­თაა და სო­ფელ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. სკო­ლა­ში და­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რივ, ახლა ეს კვი­რა არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს.

8 მარტს ბავ­შვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და იქ იყო ჩვე­ნი ლა­მა­ზი ანაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ერ­თო­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?! შეგვძრა ამ სა­ში­ნელ­მა ამ­ბავ­მა. ბავ­შვს გრი­პის ვირუ­სი ჰქონ­და. დღეს ჩვე­ნი სოფ­ლის ოჯა­ხის ექიმ­საც ვე­სა­უბ­რე. ის ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა დე­დამ მი­უყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა გა­სინ­ჯა ბავ­შვი და რად­გან ის მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, დე­დას უთხრა, რომ ბავ­შვი წა­ეყ­ვა­ნა "არ­ქი­მე­დეს" კლი­ნი­კა­ში.

ექი­მი ამ­ბობს, ფილ­ტვებ­ზე მოს­მე­ნით არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჩან­და, მაგ­რამ რად­გან მუ­ცე­ლი სტკი­ო­და, ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში წა­ეყ­ვა­ნაო. ბავ­შვს უარი უთ­ქვამს დე­დის­თვის და სახ­ლში წა­სუ­ლან. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სოფ­ლის ექი­მი და მას მა­ლე­ვე მო­უ­კი­თხავს ბავ­შვი. დე­დას უთ­ქვამს, არ მოგ­ვყვე­ბაო, ექიმს ისევ უთ­ქვამს, რომ სას­წრა­ფოდ წა­ეყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, ამა­სო­ბა­ში უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ოჯა­ხის ექიმ­თან რომ იყო, იქი­დან 3 სა­ათ­ში ბავ­შვი ისე დამ­ძიმ­და, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ბავ­შვი. არა­და სამი სა­ა­თით ადრე, შუა დღით მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­სი ფე­ხით ოჯა­ხის ექიმ­თან და მუ­ცელს რომ იტ­კი­ვებ­და, ამი­ტომ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეო.

ვი­ზუ­ა­ლუ­რად ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ იყოო. არც დიდი ხანი არ ჰქონ­და ეს ვირუ­სი, რო­გორც ჩანს. 8 მარტს ბავ­შვი ძა­ლი­ან კარ­გად იყო, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და და ალ­ბათ, ორი დღე იყო ცუ­დად. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ოჯა­ხის ექი­მი­დან რომ წა­მო­ვი­და. სა­დღაც 3 სა­ათ­ში ისე დამ­ძიმ­და, რომ წნე­ვას ვე­ღარ იჭერ­დნენ, უვარ­დე­ბო­და.

"არ­ქი­მე­დე­ში" რომ შე­ხე­დეს, უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო გო­გო­ნა, ექი­მი ცდი­ლობ­და რო­გორ­მე წნე­ვა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ბავ­შვის­თვის და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სას­წრა­ფოს ექიმს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრა, აქე­დან რომ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ უმ­ძი­მე­სი იყოო, უკ­ვირს ყვე­ლას, ასე სწრა­ფად რა მოხ­და. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და იმ 3 სა­ათ­ში ფა­ღა­რა­თი და ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ტრა­გე­დი­ას ყვე­ლა­ნი. ისე­თი ლა­მა­ზი ბავ­შვი იყო სულ მისი ყუ­რე­ბა გინ­დო­და. მშობ­ლე­ბი გა­ნად­გურ­დნენ, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავთ.

ახლა მო­ვე­დი სამ­ძიმ­რი­დან და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. ღო­რის გრი­პი აღ­მოჩ­ნდა ეს ვირუ­სი, რა­მაც 13 წლის მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. არა­და ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მას არ ჰქონ­და. გლო­ვობს მთე­ლი სო­ფე­ლი, უნდა გე­ნა­ხათ დღეს რა ხდე­ბო­და ჩვენს სკო­ლა­ში. 200 ბავ­შვი იყო და მთელ სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის ხმა არ ის­მო­და, მერ­ხთან ის­ხდნენ და­ღო­ნე­ბუ­ლე­ბი და და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი. ვერც იფიქ­რებ­დი, რომ სკო­ლა­ში ამ­დე­ნი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან უჭირთ ანას კლა­სე­ლებ­საც, მთელ სკო­ლას და მთელ სო­ფელს, რა­ი­ონს სტკი­ვა ეს დიდი ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან გვტკი­ვა გული, მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო ანა. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, დე­დას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავს", - ამ­ბობს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მალე მენახე გრემით ხელში“ - თაკო გაჩეჩილაძე იუბილარია

🎥 „კუჭის ოპერაცია არის ცოდვა, ალტერნატიული გზა მონახე იმისთვის, რომ გვერდი აუარო საღვთო მცნებას“ - რას ამბობს მამა ბასილ ახვლედიანი

🎥 „მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი, შემოდის ნათელი და ბნელი გადის ჩვენი ცხოვრებიდან...“ - მიხეილ ცაგარელი 20 მარტზე

წყარო: www.ambebi.ge