Digest Logo

„მალე მენახე გრემით ხელში“ - თაკო გაჩეჩილაძე იუბილარია

1742228944
თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე იუბილარია. იგი 1983 წლის 17 მარტს, თბილისში დაიბადა. 7 წლიდან გუნდში მღეროდა. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.

მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს და მისი მუსიკალური ნიჭი საზოგადოებას უყურადღებოდ არასდროს დაუტოვებია.

მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

მომღერალმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.

„გილოცავ დაო, მალე მენახე გრემით ხელში“, - წერს ნინი გაჩეჩილაძე.

„სულ კარგი ამბები და წარმატებები, თამარ“, - წერს ნინი ბადურაშვილი.

ცნობისთვის, 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ „ევროვიზიამ“ მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. თაკომ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კუჭის ოპერაცია არის ცოდვა, ალტერნატიული გზა მონახე იმისთვის, რომ გვერდი აუარო საღვთო მცნებას“ - რას ამბობს მამა ბასილ ახვლედიანი

🎥 „მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი, შემოდის ნათელი და ბნელი გადის ჩვენი ცხოვრებიდან...“ - მიხეილ ცაგარელი 20 მარტზე

🎥 „ნუ ებრძვი შენი სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს...“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი