„იუთუბის“ არხზე გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა ანტიბიოტიკების შესახებ ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნავს, „კლინდამიცინის“ და ფტორქინო-ლონების ჯგუფის ანტიბიოტიკის „ტეტრაციკლინის“ ერთხელ მიღებაც კი ისეთ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, რომ ადამიანის მიკრობიომი 8 წლის შემდეგაც არ არის დაბრუნებული საწყის პოზაში:
„შვედები 15 000 ადამიანს დააკვირდნენ და ნახეს, რომ განსაკუთრებით „კლინდამიცინი“, ფტორქინო-ლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ ისეთ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ერთხელ დალევაც კი, 8 წლის შემდეგაც არ არის დაბრუნებული საწყის პოზაში ჩვენი მიკრობიომი.
შედარებით უფრო დამზოგველია პენიცილინის ჯგუფის წამლები, „აზითრომიცინის“ ანუ მაკროლიდები, მაგრამ რა თქმა უნდა მათი გავლენაც უზარმაზარია.
ანტიბიოტიკი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფენომენი და მოვლენაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აი, გავცივდი და სასწრაფოდ, რამე არ გამირთულდეს, აფთიაქში წავიდე და ვიყიდო.
მთავარი არსი არის, რომ ექიმმა უნდა შეარჩიოს, უნდა იყოს აუცილებლად მიზანმიმართულად დანიშნული, უნდა იყოს ჯგუფები სწორად გააზრებული, ვის როგორი პრობლემის წინაშე დადგება მომავალში.
ხელოვნური სინთეზირებული პრობიოტიკები ბოლომდე არ არის დადგენილი, რომელია მნიშვნელოვანი, რომელი მაგრდება, რომელი საერთოდ ნაწლავში სახლდება. ხელოვნურობისგან ყველანი მაქსიმალურად დაშორებული უნდა ვიყოთ.
ჩვენი საკვები უნდა იყოს პრობიოტიკების და პრებიოტიკების მთავარი მხარდამჭერი“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება - დეტალები
⭕„დაიჯერეთ ადამიანების სიკეთის, ისინი ბევრნი არიან...“ - რას წერს ნინი კენჭიაშვილი