უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს იუბილარია. ის 45 წლის გახდა. ზელენსკი სოციალური ქსელით უამრავ მილოცვას და კეთილი სურვილს იღებს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულია ოლენა ზელენსკას მილოცვა.
🔵„უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ“ - ოლგა ზელენსკა
„ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე ამ წლის განმავლობაში და ყოველთვის ვპასუხობ: არა, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი.
მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა, გაცილებით ნაკლებად იღიმი. მაგალითისთვის, როგორც ამ ფოტოზე... გისურვებ ღიმილისთვის მეტი მიზეზი გქონდეს და შენ იცი ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველამ ვიცით.
საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე, მომეცი ეს შესაძლებლობა“, - წერს ოლენა ზელენსკა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს ნუ გასცემთ ფულს ვალში და ნურც ისესხებთ“ - მიხეილ ცაგარელი