
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში თურქეთის საავადმყოფოდან რეაბილიტაციის კადრებს ავრცელებს.
თორნიკე მამალაძის განმარტებით, მის ძმას წინ რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გზა ელის.
„7 წლიანი ცილისწამების, უსამართლობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ ურთულესი გზა ელის - ხანგრძლივი, ფიზიკური და სულიერი ტკივილით სავსე, მაგრამ - იმედის გზა...“,- წერს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თურქეთში სამკურნალოდ 1 მარტს გადაიყვანეს.
მან 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება 14 თებერვლის საღამოს დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს.
სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ