საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „სუხიშვილების“ დამფუძნებელი ილიკო სუხიშვილი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ის დღეები გაიხსენა, როდესაც ომის დაწყების გამო, უკრაინაში გაჩერება მოუწიათ.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩამოვედით უკრაინიდან და ის ხალხი ნამდვილად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს. ისინი გველოდებოდნენ ჩვენ ქართველებს, მათთვის უსაყვარლეს ხალხს. კონცერტებისთვის, ხელოვნებისთვის და არა ომისთვის იყვნენ ისინი მზად. მათი თვალები თვალწინ მიდგას… იმდენად თავგანწირული, იმდენად სიმართლის მხარეს დგას, იცავს თავის მიწას, რომ ვერასოდეს ვერავინ აჩოქებს უკრაინელ ხალხს. ვერცერთი სიბოროტე ვერ დააჩოქებს იმიტომ, რომ მათი ძალა მათ სიმართლეშია.
როდესაც იქ იმყოფები და ვერაფერს ვერ ახერხებ იმიტომ, რომ ხვდები, რაც არ უნდა გააკეთო უსაზღვროა ეს ბოროტება… მან გადაწყვიტა თავის მიზანს მიაღწიოს ყველანაირი გზით. რაც არ უნდა გააკეთო ის მაინც თავისი მიზნისკენ მიდის.
ამ დროს უნდა ამოიღო ხმა და დადგე ამ ხალხის გვერდზე“, – აცხადებს ილიკო სუხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მინდა გაგიცრუოთ იმედები და მოგახსენოთ, რომ“ - რას წერს ნატო დუმბაძე ქეთა თოფურიაზე
„დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი“ - მარკუს მეტრეველი