
მუსიკოსი - გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „იუმორინას“ მაყურებელს დიდ მადლობას უხდის.
მისი თქმით, რომ არა საზოგადოების სიყვარული პროექტი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ იარსებებდა.
„17 დეკემბერს „იუმორინა 2023-ის“ დასკვნითი კონცერტის შემდეგ, ფილარმონიის წინ გაიხსნა იუმორინას ვარსკვლავი!
მადლობა ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს, „იუმორინას“ გუნდის სხვადასხვა თაობის წევრებს. ეს ვარსკვლავი თითოეულ მათგანს ეკუთვნის!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს წლების მანძილზე გამოხატული სითბოს, ყურადღებისა და ერთგულებისთვის!
სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ „იუმორინა“ უკვე 23 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „იუმორინამ“ 700-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა სრული ანშლაგით!
ეს ვარსკვლავიც, პირველ რიგში თქვენი თანადგომის შედეგი გახლავთ!
დიდი მადლობა ყველას!“, - წერს ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო