
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას „რკინიგზელთა“ გუნდიდან (სადაც ის იჯარით თამაშობდა), „რუბინში“ 2019 წელს წასვლაზე.
„ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი და ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. „ლოკომოტივმა“ ბევრი ფული დაკარგა, თუ ფინანსურ კომპონენტზე ვისაუბრებთ, მე კი სულის ნაწილი დავკარგე.
ხვიჩა მაშინ უკვე არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო. ის მაინც წავიდოდა, მაგრამ „ლოკომოტივს“ აქ კარგი ბიზნესი ექნებოდა. საქმე იმ ადამიანების კომპეტენციას ეხება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ის ჩვენ არ შეგვესაბამებოდა. ისინი ახლა სტადიონზეც კი არ დადიან. ეს ფეხბურთში ყველაზე ცუდი რამ არის: ხალხი მოდის, ცოტას მუშაობს და სადღაც ქრება. ვინმეს უნახავს ისინი ახლა ფეხბურთში? არავის.
მათ ტრანსფერების კომიტეტში მისცეს ხმა - „ლოკომოტივს“ ხვიჩა არ სჭირდებაო. როგორ შემეძლო ამის ატანა? რა თქმა უნდა, მე სრულიად განსხვავებული აზრი მქონდა“, - ციტირებს სიომინის სიტყვებს Championat.com.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველოს სიამაყე შვილი ხარ“ - „მე ხომ შენი ლანდი ვარ“ როლიკო ოქროპირიძის შესანიშნავი შესრულება
⭕ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?