ყოფილი წყალბურთელი და ბოდიბილდერი მაკა ხიზანიშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სულიერად არ დაეცეს, წინაღობების გადალახვისას კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს მუდამ ფორმაში, დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ბევრი იშრომოს. მის ცხოვრებაში, მიუხედავად ბევრი რთული პერიოდისა, არაერთი წარმატება იყო.
მაკა ხიზანიშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც სტერეოტიპებზე ისაუბრა:
„ჩემი ამბავი 1986 წლიდან დაიწყო, როცა წყალბურთზე გადავედი ცურვიდან, მაშინ ეს იყო კაცური სპორტი, ყველა მეუბნებოდა, გოგო, რად გინდა გინდა, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება.
მეორე ტალღა წამოვიდა უკვე, როცა გივი სიხარულიძესთან ერთად ვიცეკვე, ჩემი სხეული გამოვაჩინე და მაგაზე იყო ერთი ამბავი, მაგრამ არ უმოქმედია, მიჩვეული ვიყავი, ქუჩაში ყველა მიყურებდა.
ალბათ სოციალურ ქსელში უფრო თამამები არიან, ვიდრე პირისპირ შეხვედრისას... მე ვფიქრობ, რომ თავიანთი ცხოვრება არ აქვთ ამ ადამიანებს და ცუდი კომენტარებით ცდილობენ თვითშეფასების აწევას“, - ამბობს მაკა ხიზანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ ფული, ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები ოქტომბერში?
⭕სუბიექტური და ობიექტური სიმართლე: რას ხედავს ჩვენი „ფილტრი“ და რა ხდება რეალურად?