Digest Logo

🎥 „თავიდან ვაქცევდი ყურადღებას „რას იტყვის ხალხი“, მერე გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, ჩემს თავს არ უნდა ვუღალატო“ - ნინო ბარქაია 

1791399756
ნინო ბარქაია

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი, ინფლუენსერი ნინო ბარქაია გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც სტერეოტიპებსა და ხალხის აზრზე ისაუბრა.

როგორც თავად აღნიშნა, გამოცდილების შეძენასთან ერთად, ნაკლებად აინტერესებს სხვისი შეფასება:

„თავიდან ვაქცევდი ყურადღებას „რას იტყვის ხალხი“, მერე ნელ-ნელა გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ჩემს თავს არ უნდა ვუღალატო, არ უნდა მიაქციო ყურადღება ამ ყველაფერს, რადგან ხელს გიშლის. ზოგჯერ უნდა დაყრუვდე და იარო წინ.

ბლოგი თავიდან რომ დავიწყე, სულ სხვა მიზნები მქონდა, პროფილზე მეწერა „მარტოხელა დედა“ და გოგოებისგან წამოვიდა წერილები, ბევრი წვალობს და ცუდ რაღაცას ითმენს, ეშინიათ ახალი ცხოვრების დაწყების, ჰგონიათ, რომ წასასვლელი არ აქვთ, ვერ გაუმკლავდებიან. მე მჯერა, როცა მიზნად რაღაცას დაისახავ და იცი, ეს არის გასაკეთებელი, წასასვლელსაც მოაგვარებ“, - ამბობს ნინო ბარქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ, თავიანთი ცხოვრება არ აქვთ ამ ადამიანებს და ცუდი კომენტარებით ცდილობენ თვითშეფასების აწევას“ - რას ამბობს მაკა ხიზანიშვილი

⭕ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ ფული, ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები ოქტომბერში?

🎥 რატომ უჭირთ წარმატებულ ქალებს პირად ურთიერთობებში? - „კაცი უბრალოდ ვერ ხედავს სიგნალს, რომ მისი მოახლოება საინტერესო და სასურველია“

✕