პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც უკვე პირველი სასწავლო წელი დაიწყო.
პიანისტი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გენიოსების გვერდით სწავლობს, როგორიცაა იცთაკ პერლმანი.
ცნობისთვის, ჯულიარდი აშშ-ში, ნიუ იორკში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელია.
„ჯულიარდში სწავლის პირველი წელი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბრწყინვალედ დაიწყო.
შესანიშნავი ატმოსფერო, ულამაზესი დარბაზები, საუკეთესო როიალები და სამეცადინო სივრცეები, ძალიან მეგობრული თანამშრომლები და რაც მთავარია:
გუშინ პირველად შევხვდი ჩემს პროფესორს, ბატონ ჯულიან მარტინს. მასთან ერთად მუშაობის რამდენიმე საათმა, უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ეს არის დახვეწილი გემოვნების მქონე, დიდი მუსიკოსი, რომელსაც ზუსტად ესმის მუსიკის არსი. გუშინვე დავმეგობრდით, ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ აქ გატარებული წლები ძალიან ღრმა კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში!!!
ჰო, მართლა, მაესტრო მარტინმა ჩემი წარდგენა გადაწყვიტა, დღეს, საფორტეპიანო კათედრის ოფიციალურ მიღება-შეხვედრაზე, სადაც შევასრულებ ხავიერ მონსალვაჩეს სონატინას.
დანარჩენი, კი, ყველაფერი წინ არის.
სიყვარულით“,- წერს სანდრო გეგეჭკორი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: