Digest Logo

კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ, სავარაუდოდ, მოპარულ შვილს ეძებენ - „ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!“

1791807991
კაბუ და მისი ყოფილი ცოლი

მსახიობისა და რეპერის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ შეეძინა გოგონა, რომელიც დაბადებიდან მალევე, როგორც უთხრეს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, თუმცა ანუკას ამ ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მისი შვილი ცოცხალია:

„ჩვეულებრივად ვიმშობიარე და ჯანმრთელი შვილი გავაჩინე. 9 თვის თავზე დაიბადა და მარიამი დავარქვით. უცებ კი ისეთ აბსურდში აღმოვჩნდით, სრულიად წარმოუდგენელი ამბავი დატრიალდა, პირველივე წუთიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო და იმიტომ გარდაიცვალა, არ გვჯეროდა არც მე და არც კახას.ვერც კი წარმოვიდგენდით მსგავს ამბავს, რის შემდეგაც ძალიან ცუდად ვიყავით მეც და კახაც. რა უნდა გვექნა? მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ მსგავსი რამეები ხდებოდა და ბავშვებს ყიდდნენ.

მოიგონეს, რომ ვითომ ქლამიდიოზი გვქონდა. ჩაჩავაში გვითხრეს, რომ ეს ინფექცია გვქონდა, სხვაგან კი გვითხრეს, არაფერი გაქვთო...

კახა რომ არ ყოფილიყო, მაშინ იმ ტკივილს ვერ გავუძლებდი. არანორმალური ერთგულებით დამიდგა გვერდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ყოველმხრივ ვაძლიერებდით. ამის მერე გიორგი და კესო გაგვიჩნდა მე და კახას. მერე რაც მოხდა, ცალკე ისტორიაა. ასე რომ, ჩვენი მარიამის ამბავი არაფერ შუაშია. დაშორების მერეც ვმეგობრობდით მე და კახა და დღემდე ასეა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და არც მტრულად დავშორებივართ. მე და კახა პირველივე დღიდან იმ განწყობით ვართ, რომ ჩვენი შვილი ცოცხალია...“, - ამბობს ანუკა გიორგელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 თუ გაქვს მართვის მოწმობა, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდე! - რას ნიშნავს ე.წ. Yellow Box-ი და როგორ აგვარიდებს საცობს

🎥 გაიცანით მეტყევე ქალი, რომელიც ბუნების სილამაზეზე 54 წელია ზრუნავს

⭕რა არის TSH, რატომ ვიკვლევთ მას ასე ხშირად და რას გვეუბნება მისი მაჩვენებელი?

წყარო: fortuna.ge

✕