კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.
ის იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
„ვიცი, რა ძნელიცაა ამ ყველაფრის გადატანა, გამოცდილი მაქვს და ამიტომ. მარიტას მშობლებო, გამოსავალი იპოვეთ ამ დიდ ტკივილთან ერთად. მოერიეთ მწუხარებას და სძლიეთ სიკვდილს“, - ამბობს კომპოზიტორი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე თემაზე:
🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში
🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე
🔵„ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე