Digest Logo

„კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ... მეგი ვერ ვიცანით, იმხელაზე იყო გასიებული...“ - რას ჰყვება გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მული

1648451747
მეგი ბაქრაძე

17 მარტს, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორც ყველას ახსოვს, მან ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და ცუდად გახდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჰყავდა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

ირკვევა, რომ მეგი ბაქრაძის ოჯახის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე, „სარკესთან“ საუბრობს.

„კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ, ისეთი ამბავია. ჩემი ძმა დილით გადის, ღამე მოდის და მაშინაც არ უნდა სახლში შესვლა. ყველა ცრემლიანია…

შიგნით რა მოხდა, ვიდეოჩანაწერი არსებობს, მაგრამ არავინ გვაჩვენებს. ჩემი ძმები და მამიდაშვილი შევიდნენ კლინიკაში, მეგიზე რომ უთხრეს, ცუდადააო, სადაც ფაქტობრივად არავინ დახვდათ. პირდაპირ დაადგნენ თურმე მეგის თავზე. ჩემი მამიდაშვილი ამბობს, რაც იქ ვნახეთ, ის მანუჩარს არ უნდა დაენახაო. მეგი ვერ ვიცანით, იმხელაზე იყო გასიებული, თვალები დაქაჩული ჰქონდა და შიშველს კისრამდე გადაფარებული ჰქონდა ზეწარიო. არც სუნთქვის აპარატი, არც გადასხმა, არაფერი ჰქონია შეერთებული…

მთელი ის სცენა ხომ ჩემი ძმის თვალებიდან არასოდეს ამოვა. ერთ წუთში თუ კარგადაა, მეორე წუთში ცუდად ხდება. ადის სასაფლაოზე და ახლოს ვერ მიდის, ვერ ეკარება, შორს დგას. ოთახში შედის და უაზროდ ტირის, მისჩერებია სურათებს და… ერთ წუთში ამბობს, რომ აღარ უნდა ცხოვრება, მეორე წუთში ბავშვებზე ფიქრობს…

მეგის ოთახი დღემდე ისეა, როგორც იმ დღეს იყო, როცა უკანასკნელად გავიდა სახლიდან. ჩემმა ძმამ მუზეუმივით აქცია ის ოთახი. დედაჩემი ყველაფერს ისე დებს ადგილზე, როგორც მეგის ედო. ისე კიდია ტანსაცმელი, როგორც მანამდე“, - ჰყვება თამარ კობახიძე. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილია თუ არა, ერთი შვილი ჰყავს თუ ხუთი - ნოდიკო ტატიშვილი

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

🔵რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე

წყარო: sarkenews.ge