საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ხუთ მღვდელმსახურთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი Catholic.ge - ავრცელებს.
პატრიარქი მოესწრო ექვს პაპს:
პავლე VI
იოანე პავლე I
იოანე პავლე II
ბენედიქტე XVI
ფრანცისკე
ლეონ XIV
„მათგან პატრიარქი ილია მეორე საქართველოში შეხვდა ორ პაპს: 1999 წელს, წმინდა პაპ იოანე პავლე მეორეს და 2016 წელს პაპ ფრანცისკეს“, - აღნიშნულია კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო გვერდის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, უწმინდესი 17 მარტს გარდაიცვალა. ის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
პატრიარქს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გაამწვავოს აკნე...“ - რას წერს არუნ ხათრი ფსორიაზზე