Digest Logo

„ხომ არ გაგითეთრე თმები, ხომ არ დაგაბერე ქალო...“ - ტარიელ ხარხელაური

1685344357
ტარიელ ხარხელაური

პოეტი - ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში მორიგ ლექსს აქვეყნებს, რასაც მეუღლეს უძღვნის. მკითხველი ნათლად ხედავს სიყვარულის სიდიადის ფენომენს როდესაც პოეტი ამ სტრიქონს წერს: „ხომ არ გაგითეთრე თმები, ხომ არ დაგაბერე ქალო...“

ფერი გადახუნდა კარვის,
როგორ მოწყენილი დახვალ,
ისეთს რას გიამბობს ქარი,
განა რაღაზე-ღა მძრახავს.
შენი სამზეოთი ვთბები,
ჩემი გალეწილა კალო,
ხომ არ გაგითეთრე თმები,
ხომ არ დაგაბერე ქალო;
მთებზე გადაფენილ ნისლებს
მივედევნები და ვლოკავ,
ქარი ჩემს ნატირალს ისმენს,
შენთან უსირცხვილოდ როკავს.
როგორ დავიღალე ურვით,
როგორ მემძიმება თოვლი,
არის მარტოობა სრული,
ყოფნის მეტად თალხი ფონი,.
სიო საშინელი მნაქრავს
ცივი, ულაჟვარდო მთების.
ხომ არ გეშინია, რა ვქნა,
ხომ არ დაგეღალა ფრთები.

ტარიელ ხარხელაური

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მე მაპატიეთ, მაგრამ „საქართველო“ ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. „Sakartvelo“ სულაც არ მელამაზება“- რას წერს მერაბ მეტრეველი

🔵 „აი ასეთი გახლავთ სწორი ქურდული აღზრდა, დილა დავიწყოთ მაფიოზურად“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე იტალიური მაფიის ბოსზე, რომელსაც 16 წელი ეძებდნენ, და აღმოჩნდა, რომ პიცერიაში მცხობელად მუშაობდა

🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან