Digest Logo

🎥 „ხშირად გზის ფული არ მქონია და ფეხით წავსულვარ ვარჯიშზე... ფეხბურთიდან ორ თვეში გამოვედი...“ - რას ჰყვება გიორგი გველესიანი ბავშვობაზე?

1721591281
გიორგი გველესიანი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ირანის ჩემპიონი გიორგი გველესიანი, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობა და ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

გიორგი გველესიანის თქმით, უფულობის გამო ფეხბურთზე სიარულს შესვლიდან ორ თვეში თავი დაანება.

„ჩემი მშობლები მუშაობდნენ 24 საათი იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო, არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც მე გამომყოლოდნენ ვარჯიშზე. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჭავჭავაძის გამზირიდან მინდოდა 35-ე საფეხბურთო სკოლამდე მისვლა, მაშინ ტროლეიბუსი დადიოდა და 20 კაპიკი ღირდა. ხშირად გადამიგდია ვარჯიში, იმიტომ რომ ფული არ მქონდა, ან ფეხით წავსულვარ და უკან დავბრუნებულვარ. პირველად როცა ფეხბურთზე შემიყვანეს, დედაჩემი გამომყვა და გადასახადი მაშინ იყო 20 ლარი და 2 თვის მერე გამოვედი ფეხბურთიდან, რადგან არ მინდოდა მშობლებისთვის ფული მეთხოვა. მერე თავისით დალაგდა, თუმცა გაჭირვება მაინც იყო. დინამოში რომ მივედი მეცვა ტაიგერები, რომელიც დაზიანებული და დახეული იყო და ასევე საწვიმარი შარვალი“, - იხსენებს გიორგი გველესიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა... მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი “ - გიორგი გველესიანი

🎥 „ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა“ - გიორგი გველესიანი

🎥 ზეციდან დანახული საქართველო - გერგეტის სამების საძმო