Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმს“ დაემშვიდობა

1656583048
ხვიჩა კვარაცხელია

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმს“ დაემშვიდობა და კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გაზაფხულზე შეუერთდა, „ბათუმი არენის“ ტრიბუნებიდან გულშემატკივარმა ოვაციების თანხლებით გააცილა.

„დინამო ბათუმიდან“ კვარაცხელიას გაცილება ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის შესვენებაზე მოხდა, ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის" უახლოეს დღეებში შეუერთდება, პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი ქართველი ფეხბურთელი ახალი კლუბის შემადგენლობაში, სავარაუდოდ 14 ივლისს ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბოლო ერთი კვირაა თავს არ მანებებს, მეც და ხათუნასაც“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

🔵სამტრედიაში ორსულმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

🔵როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან თმის სტრუქტურის დაზიანება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა ზაფხულში - ზაზა თელიას რჩევები

წყარო: rustavi2.ge