Digest Logo

„ფეხბურთელი აქამდე მხოლოდ ფიზიოთერაპიებს იტარებდა...“ - Geo Team-ი საბა საზონოვის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

1752049729
საბა საზონოვი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის საბა საზონოვის შესახებ, სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს:

„Geo Team-ის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული დაზიანების შემდეგ საბა საზონოვმა ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჯერ მხოლოდ ფიტნესის დარბაზში.

ფეხბურთელი აქამდე მხოლოდ ფიზიოთერაპიებს იტარებდა.

ტორინოს სამედიცინო შტაბი დატვირთვების და ფიტნესის დარბაზში მზადების შესაბამისად განსაზღვრავს, როდის უნდა განაახლოს საბამ ვარჯიში მინდორზე“, - წერს Geo Team-ი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ტეხასში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 109 ადამიანია დაღუპული, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა

„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“ - თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის კურსდამთავრებული გარდაიცვალა

10 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული