საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს და ქართველ გულშემატკივარს ახალგაზრდული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, ხვალ, 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, UEFA-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონზე, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი მატჩამდე გულშემატკივრებს მიმართავენ და თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. ნაკრების ფეისბუკგვერდზე ფეხბურთელების მიმართვები ვრცელდება, მათ შორის არიან: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მეოთხე შვილსაც გავაჩენ... კახუ, მეოთხეც გინდა?“ – ნანუკა გულუა ქმარს