Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1726219228
ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კლუბის „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაცია „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა დაასახელეს, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაში კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის გულშემატკივრების აღიარება საფეხბურთო სეზონის პირველ თვეში შთამბეჭდავი გამოსვლით დაიმსახურა.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 აგვისტოს სერია ა-ს ფარგლებში გამართული „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ (3-0) შეხვედრის დროს კვარაცხელიამ ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მეორე თამაში, სადაც კვარაცხელია კარგად გამოიყურებოდა, 31 აგვისტოს გამართული „ნაპოლი“ – „პარმა“ იყო, რომელიც აგრეთვე ნეაპოლიტანელების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ელარჯის ამოწელვას რატომ ეხუმრებოდით?...“ - თამუნა მუსერიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა