
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს“ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ სეზონი დასამთავრებელი აქვს – ხვიჩას გუნდი 24 მაისს საფრანგთის თასის ფინალში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალში „პარის სენ-ჟერმენი“ მილანის ინტერს დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა, რომლის საშუალო ასაკი 23.3-ს შეადგენს. „ნერაძურისთან“ მოგების შემთხვევაში, პსჟ-მ შესაძლოა ახალი რეკორდი დაამყაროს.
საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პარიზული გუნდი გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა კოლექტივი. ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის ამსტერდამის აიაქსის საჩემპიონო გუნდს, 1994/95 წლების სეზონში, საშუალო ასაკით 23.0.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს