საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონებს თასი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება საცოლესთან - ნიცა თავაძესა და დედასთან, მაკა ლუკავასთან ერთად აღნიშნა.
„ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ, მადლობა ყველას ყველაფრისთვის", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ: