ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა.
ოპერაციის შემდეგ კვარაცხელია რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. როგორც ფრანგული პრესა იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 2027 წლის ზაფხულში შეძლებს.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕27 ოქტომბერს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მეთორმეტე სეზონი იწყება!
წყარო: lagazzetta.ge