Digest Logo

🎥 კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენი - რას ჰყვება ბრალდებული გაკაევი ოთხთვიანი დუმილის შემდეგ

1673549861
ნიკოლოზ დავითაშვილი

ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის შარხან გაკაევი სხვა დანაშაულებშიც არის ეჭვმიტანელი. არყის მაგნატის, ნიკოლოზ დავითაშვილის გატაცებისა და ლიკვიდაციისთვის დაკავებული გაკაევი დანაშაულს არ აღიარებს. ის სასამართლოში პირველად მიიყვანეს, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგიამ გახმაურებული საქმის განხილვა გახსნილად გამოაცხადა.

ბრალდებული დანაშაულს უარყოფს. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სწორედ შარხან გაკაევია ქართველი ბიზნესმენის იდუმალი გაუჩინარებისა და სასტიკი მკვლელობის მთავარი ფიგურანტი. დანაშაულის მოტივად დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა სახელდება. ეროვნებით ჩეჩენი შარხან გაკაევი რუსეთის მოქალაქეა და წარსულში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი კავკასიის" წარმომადგენელიც იყო. საგამოძიებო ორგანო მომხდარში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და აცხადებს, რომ კიევში პარტნიორის მიწვევით ჩასული ბიზნესმენი ფინანსური ინტერესის გამო მოკლეს.

პროკურატურისგან განსხვავებით, გაკაევის უდანაშაულობაზე საუბრობს დაცვის მხარე. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახი გამოძიებას ნაკლებად ენდობა. ნიკა დავითაშვილის მეუღლე "კურიერთან" ამბობს, რომ შეკვეთილი მკვლელობის ყველა ფიგურანტი დადგენილი არ არის. ოჯახმა არც ის იცის, თუ რა როლი ჰქონდა შარხან გაკაევს ამ დანაშაულში.

უკრაინაში ბიზნესპარტნიორთან ჩასული ნიკა დავითაშვილი 2019 წელს სასტუმრო "ჰილტონიდან" გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში მისი ცხედარი კიევის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში, ჭაში ჩაგდებული იპოვეს. ბიზნესმენს სამი ტყვია მუცლის, გულ-მკერდის და თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. მკვლელობის მთავარი ფიგურანტი სამართალდაცველებმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ დააკავეს. დანაშაულში თანამონაწილე ორი პირი კი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. მათ ბრალი მხოლოდ ცხედრის გადამალვაში დასდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს? ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია“ - გურამ შეროზია

🔵„აჰა ბატონო მიზეზი, ახსნილი და დასაბუთებული, რატომაც გავღიზიანდი და არ მინდოდა იქ გამოჩენა...“ - რას წერს სოფია კვინიკაძე

🔵„მოკვლით ემუქრებიან ქართველს ნეაპოლში. გამომეხმაურეთ მანდ მყოფი ემიგრანტები, ერთად დავეხმაროთ ძალიან კარგ ქალბატონს“ - შოთო სიხარულიძე