გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ – ერთი წამყვანი, სოფიო ხუნწარია დათო ტურაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, დათო ტურაშვილს შეტევა ეთერის დროს დაეწყო.
როგორც ტელეწამყვანი წერს, ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება“, – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
☑️„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
☑️„აქ რა ხდება? რა კარგი წყვილი ხართ“ - შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა