ხონში, კინჩხას კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია.
„ამბები.ჯი“ ინფორმაციით, დაღუპული კაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს.
წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: ამბები
აგრეთვე დაგაინტერესებთ: