Digest Logo

„კვარა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია“ - „ლივერპულის“ ვეტერანი ფეხბურთელი

1788792528
დიტმარ ჰამანი

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი, რომელიც წლების განმავლობაში ლივერპულში თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, „პსჟ-ს“ ამჟამინდელ ფორმაციაზე საუბრობს.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს რომ დაუპირისპირდეს, პსჟ მოიგებს. მათ უფრო მაღალი მოთამაშეები ჰყავს და, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგას მსოფლიო ჩემპიონატზე მაღლა ვაყენებ.

ხვიჩა კვარაცხელიას სახით, პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. ამას დაუმატეთ უსმან დემბელე, კაპიტანი მარკინიოსი და ზოგადად, ყველა მოთამაშე, ვინც ამ გუნდში ირიცხება, თავის პოზიციაზე საუკეთესოა", - განაცხადა ჰამანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამანს გერმანიის ნაკრებში 60-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. ლივერპულის გარდა ის ისეთ დიდ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა ნიუკასლი, მანჩესტერ სიტი და ბაიერნი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა...“ - თაკო მელიქიშვილის ასტრო რჩევები

⭕ ყაბარდო-ბალყარეთში 11 ალპინისტი დაიღუპა

⭕„კოცნით და შეხებით აი ვირუსი (HIV) არ გადადის...“ - ლევან შელეგია მითების შესახებ

წყარო: lagazzetta.ge